ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქზე", საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმიანება
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოში წარმატებული არჩევნების ჩატარების მოლოდინშია.
ამის შესახებ ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქზე" საკუთარ გვერდზე წერს.
"დღეს ველოდები უაღრესად წარმატებულ არჩევნებს საქართველოში. არჩევნებისთვის მზადება იმედის მომცემი იყო. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დღეს
და მომავალშიც დაანახებს მსოფლიოს, რომ მათი
დემოკრატია ნამდვილად სრულყოფილია",-წერს აპატურაი.
კომენტარი