სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯეპრას კონკურსი, „რწყილი და ჭიანჭველას“ ილუსტრაციების შექმნის თაობაზე დასასრულს მიუახლოვდა

10 ნოემბერს,19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჯეპრას მიერ გამოცხადებული კონკურსის, ზღაპრის ილუსტრაციების შექმნის თაობაზე დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

ჟიურის წევრები გამარჯვებულს დაასახელებენ და დააჯილდოებენ.

ჟიურის წევრები არიან: გია გუგუშვილი, თამაზ ვარვარიძე, გოგა ჩანადირი, ეკატერინე ჟვანია და სოსო გალუმაშვილი.

ჯეპრას კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამოიფინება ყველა შემოსული ნამუშევარი.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ, დიზაინერებისთვის კონკურსიზღაპარ „რწყილი და ჭიანჭველას“ ილუსტრაციების შექმნაზე სექტემბერში გამოაცხადა.კონკურსი 2 ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებს აღნიშნულიზღაპრის ნებისმიერი სცენიდან ილუსტრაციის გამოგზავნა ევალებოდათ.მეორე ეტაპზე, ჟიურის წევრები, შეარჩევენ სამ ფინალისტს, რომელთაც მიეცემათ დამატებითი დავალება - შექმნან ზღაპრის წიგნის ყდის ილუსტრაცია.

სამიდან ერთ საუკეთესოს ჯეპრა საჩუქარად, A3ზომის Wacom-ის სახატავ პლანშეტს გადასცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100