ვანუატუელებმა წინაპრების მიერ შეჭმული ინგლისელი მისიონერის შთამომავლობას მოუბოდიშეს
ისტორიიდან ცნობილია, რომ ვანუატუში 1838 წელს ჩასული ინგლისელი მისიონერი, ჯონ უილიამსი ადგილობრივებმა შეჭამეს. 173 წლის შემდეგ ვანუატუს ხელისუფლებამ მისიონერის შთამომავლები კუნძულზე მიიწვია და ბოდიში ოფიციალურად მოუხადა, – ამის შესახებ BBC იტყობინება.
წინაპრების მიერ ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად ვანუატუელებმა ერთ–ერთ ყურეს ჯონ უილიამსის სახელიც უწოდეს.
ცნობილია, რომ ჯონ უილიამსი ოკეანთის კუნძულებზე მოგზაურობდა და ადგილობრივ, წარმართ მოსახლეობაში ქრისტიანობას ქადაგებდა.
კომენტარი