ხაინდრავას საქმესთან დაკავშირებული ფოტომასალა (ფოტო)
ფაქტები (სამართლებრივი მტკიცებულებები საფრანგეთში)
მტკიცებულებები:
• 2011 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით „კანონიერ ქურდ“ რევაზ ლორთქიფანიძისა და მისი მიმდევრების მიმართ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცედურები. ლორთქიფანიძე დაკავებულ იქნა საფრანგეთში 2011 წლის თებერვალში, ხოლო გათავისუფლების შემდეგ (2011 წლის სექტემბერში) დასახლდა სამხრეთ საფრანგეთში და განაახლა კრიმინალური საქმიანობა.
• აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ხორციელდებოდა სატელეფონო საუბრების მონიტორინგი, ასევე რევაზ ლორთქიფანიძის სახლთან დამონტაჟებულ იქნა ფარული ვიდეო კამერა.
• 2011 წლის ნოემბერში, იმ დროისათვის ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირმა, ქართულ ენაზე განახორციელა სატელეფონო საუბარი რევაზ ლორთქიფანიძესთან. დაუდგენელი პირი იყო სახელად „გოგი“, იგი ითხოვდა შეხვედრას ლორთქიფანიძესთან. საბოლოოდ, შეთანხმდნენ შეხვედრაზე ლორთქიფანიძის სახლში. „გოგი“ მივიდა ლორთქიფანიძის სახლში 9 ნოემბერს. იმავე დღეს, რამდენიმე უცხო ადამიანი შეიკრიბა ლორთქიფანიძის სახლში. შეხვედრა ჩაწერილია ფარულ კამერაზე (ხმის ჩაწერა ვერ მოხერხდა).
• შეხვედრა ყველა მონაწილემ დატოვა იმავე ღამეს, ხოლო „გოგიმ“ შეხვედრის ადგილი დატოვა 2011 წლის 11 ნოემბერს, გამთენიისას.
ფაქტები (მტკიცებულებები საფრანგეთში)
მტკიცებულებები:
2011 წლის 18 ნოემბერს, სამხრეთ საფრანგეთში ჩატარდა მაშტაბული ოპერაცია პოლიციის მიერ, დაკავებულ იქნა 23 პირი (უმრავლესობა მათგან ქართული და სომხური წარმომავლობის). დაკავებულთა შორის იყო რევაზ ლორთქიფანიძე, როგორც ყოველთვის, ვერანაირი ჩვენება ვერ იქნა მიღებული მისგან.
ლორთქიფანიძის პირადი მცველი, ჩეჩნური წარმომავლობის მურად იდიგოვი ფლობდა არაერთ ფოტოს თავის კუთვნილ მობილურ ტელეფონში (მათ შორის რამდენიმე ფოტო „გოგისთან“ ერთად).
შეხვედრის ფარული ვიდეო გადაღებისა და იდიგოვის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული მტკიცებულებები:
შეხვედრაში მონაწილე „კანონიერი ქურდები“:
რევაზ ლორთქიფანიძე
არტურ იუსბაშევი
გოგი მაისურაძე
ვაჟა ბიგანიშვილი
რამაზ ჯინჭარაძე
თამაზ გოგოლაძე
სულხან თვალჭერელიძე
დასკვნა:
• ზემოხსენებული კონფიდენციალური ინფორმაცია არ გამოყენებულა საფრანგეთში, ვინაიდან შემხებლობაში არაა საფრანგეთში მიმდინარე გამოძიებასთან.
• თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება საქართველოს შესაბამის ორგანოებს, რათა აღკვეთონ შეთქმულება არსებული ხელისუფლებისა და დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ.
• სატელეფონო საუბრების სრული მონიტორინგი ხელმისაწვდომი შესაძლოა გახდეს საქართველოს მოსამართლისათვის (მოგაწვდით ყველა აუცილებელ ინფორმაციას, რაც საჭიროა აღნიშნული საკითხის გამოსაძიებლად).
• ჩვენ ასევე გაგვაჩნია სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ არის ბოლომდე გაანალიზებული, მაგრამ ცხადია, რომ მათი შინაარსი მითითებული ინფორმაციის იდენტური მნიშვნელობისაა. ახალი ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შესაბამის ორგანოებს იმავე გზით (იგულისხმება შუამდგომლობა).
კომენტარი