"ქართულ ოცნებას" მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, ეს არის ტრაგედია" - ნიკა მელია პარლამენტში მივიდა
ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში შესვლამდე მან მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის მართვისთვის არ არის მზად და მას მიტაცებული აქვს მართვის სადავეები:
„ქართული ოცნება“ გუშინდელი სხდომისთვის ზმად იყო თუ არა, მე ვფიქრობ, ეს საერთოდ არ არის საინტერესო. „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა არც ერთ ეტაპზე მისი ხელისუფლებაში ყოფნის ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტი და ტრაგიკული. ამიტომ, თითოეული დღე, რაც "ქართულ ოცნებას" მიტაცებული აქვს ქვეყნის მმართველობის სადავეები, ეს არის ტრაგედია ამ სახელმწიფოსთვის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის. ყოველდღიურ რეჟიმში ეს ხელისუფლება უკან სწევს თაობებს და ცლის ქვეყანას საქართველოს მოქალაქეებისგან, - განაცხადა მელიამ.
კომენტარი