"ნუ მიხვალთ ეკლესიაში" - პაატა იმნაძე მრევლს მიმართავს
მე მინდა მივმართო მოწმუნე ქრისტიანებს, მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია და მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გააკეთა.
პაატა იმნაძემ მორწმუნე ქრისტიანებს მოუწოდა, ეკლესიაში მისვლისგან თავი შეიკავონ და სახლში ილოცონ.
"ჩვენ დღეს რა რჩევებსაც ვიძლევით, ამის ეფექტი გამოჩნდება 2 კვირის შემდეგ. ჩვენ დროს უნდა ვუსწრებდეთ წინ, ჩვენი აკრძალვებით. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს - დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არმისვლით და სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგან. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარი