სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სრიალის დაზღვევა - მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევისგან

საქართველოს მთის კურორტების სეზონის გახსნისთვის, პირველად საქართველოში, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს - სრიალის დაზღვევას სთავაზობს.

პროდუქტი გათვლილია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებზე. დაფართვის არეალი გუდაური და ბაკურიანია. მსგავსი სადაზღვევო პროდუქტები, საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია სამთო-სათხილამურო სპორტი და ტურიზმი.

სრიალის დაზღვევა, სამოყვარულო სრიალის დროს მიღებული ტრავმების დროს კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. დაზღვეული შემთქვევები სრულად იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/37aRpl2.

დაზღვევის შეძენა მარტივად, Facebook messenger-ში, ბი ბოტის დახმარებითაა შესაძლებელი. პროდუქტის ღირებულება 1 დღე 3 ლარია.

არის შემთხვევები, როდესაც სრიალის დროს დაშავებული ადამიანის სამედიცინო დაწესებულებამდე დროული გადაყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს ვერტმფრენით გადაყვანის სერვისს სთავაზობს.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დაუკავშირიდით თიბისი დაზღვევას ნომერზე - +995 32 2 42 11 11

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100