სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსიოფლიოს

31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თიბისი რაგბი სერიების ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართება. შოტლანდიასთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ბოლო მატჩია სამშობლოში, მსოფლიო თასზე, იაპონიაში გამგზავრებამდე. თამაში განსაკუთრებულია იმითაც, რომ სტადიონზე თიბისისა და მასტერქარდის რამდენიმეთვიანი კამპანია გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება. თამაშზე რაგბის 7 გულშემატკივარი იაპონიის საგზურებით დასაჩუქრდება. ორ კაციანი საგზური, რომელიც თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მოიცავს ფრენას, სასტუმროს, შიდა გადაადგილებას და მატჩზე დასასწრებ ბილეთებს.

კამპანიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც საქართველო-შოტლანდიის თამაშზე დასასწრებ ბილეთებს თიბისის ნებისმიერი მასტერქარდის ბარათით tkt.ge-ზე შეიძენს! აქცია 30 აგვისტოს, 20:00 საათზე სრულდება.

რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს პირველად ჩატარდება აზიაში. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ.

ბორჯღალოსნების განრიგი ასეთია:

23 სექტემბერი - უელსი-საქართველო

29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი

3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი

11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია

მოფლიო თასის სრული განრიგი იხილეთ ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/

#რაგბიჩვენითამაშია

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100