მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა (მარიამობა) - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით
მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
მართლმადიდებლობაში იგი შედის თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა შორის. მარიამობა აღინიშნება ძველი სტილით 15 აგვისტოს, ხოლო ახალი სტილით 28 აგვისტოს. ყოვლადწმინდა მარიამის მიძინება უფლის ცად ამაღლებიდან 15 წლის შემდეგ აღესრულა.გადმოცემის მიხედვით, მას გაბრიელ მთავარანგელოზმა სამი დღით ადრე აცნობა მიწიერი ცხოვრების დასასრულის თაობაზე.
მარიამს ძალიან უნდოდა წუთისოფლის დატოვებამდე ყველა მოციქული ერთად ეხილა, უფალმა მას ეს სურვილი აუსრულა და სასწრაფოდ შეკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე(ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო).საერთო ლოცვის შემდეგ მესამე საათს, როცა მიძინების ჟამი მოახლოვდა, სახლი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა და ქრისტე ღმერთი თავისი სრული დიდებით - მთავარანგელოზების, ანგელოზებისა და წინასწარმეტყველთა თანხლებით გამოეცხადათ. უფალმა იესო ქრისტემ დედის უბიწო სული მიირქვა და ზეცაში ამაღლდა. დედა ღვთისა, გეთსამინიის ბაღში დაკრძალეს.
ქრისტეს მოწაფეები სამი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ ლოცულობდნენ და გალობდნენ სამარხთან. თომა მოციქული ვერ გახდა ღირსი წმ.ცხედართან გამოთხოვებისა, და იგი მხოლოდ მე-3 დღეს მოვიდა, გულმხურვალედ ატირდა. მოციქულებს შეებრალათ იგი და ლოდი, რომლითაც აკლდამა იყო დახშული, გადააგორეს და იქ მხოლოდ ყოვლადწმინდა მრიამის სუდარა იპოვეს. ყველასათვის გაცხადდა - დედა ღვთისა ძე ღვთისამ არამარტო სულით, არამედ სხეულითაც აიყვანა ზეციურ სასუფეველში.
მრავალ მოსაზრებათა შორის ყველაზე სარწმუნო მოსაზრების მიხედვით რვთისმშობელმა იცოცხლა 72 წლი და გარდაიცვალა დაახლოებით ქრისტეს შობიდან 57 წელს. ცად ამაღლების შემდეგ დედა ღვთისა მთელი კაცობრიობის მარადიული მფარველი და შუამდგომელი გახდა ღვთის წინაშე.
კომენტარი