გიორგი უშიკიშვილი ქარელში...
ქარელში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი იმყოფებოდა. ის ქარელის მუნიციალიტეტში არსებულ ფოლკლორულ ანსამბლებს გაეცნო და მათი სიმღერები რადიოგადაცემისთვის ჩაწერა.
მუნიციპალიტეტში რამდენიმე ფოლკლორული გუნდი მოღვაწეობს. მათ შორისაა ქარელის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ქარელი“. ქარელის ხელოვნების სკოლის ინსტრუმენტალური ანსამბლი და აგარის მუსიკალური სკოლის გუნდი.
გიორგი უშიკიშვილი მათ რეპერტუარს გაეცნო. მისი თქმით ასეთი შეხვედრების მიზანი არამხოლოდ რადიოგადაცემის მომზადებაა, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფოლკლორული გუნდების გაცნობა, მათი პრობლემატიკის შესწავლა და შეძლებისდაგვარად დახმარება.
„ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და მასთან არსებული რადიო მუდმივად ცდილობს ქვეყანაში ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას. ჩვენ ვმოგზაურობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და ვეცნობით რეგიონში არსებულ შემოქმედებით გუნდებს, რომლების ხალხურ სიმღერას ემსახურებიან.
ეს ანსამბლები როგორც წესი ენთუზიაზმზე მუშაობენ გარკვეული გამონაკლისების გარდა, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება აფინანსებს. სწორედ ასეთი შემთხვევა დაგვხვდა ქარელშიც. ადგილობრივ ანსამბლებს სწორედ მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს და ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია. მე ყველანაირად დავეხმარები მათ რეპერტუარის, კონცერტების გამართვისა და სხვა ნებისმიერი თვალსაზრისით“.
კომენტარი