სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სტიქაროსანი, საუკეთესო კაცი იყავი. ეს ორი ის არ იყო, გამვლელებს რომ უშარდებოდნენ, სრულიად კეთილი ვაჟკაცი და გულიანი ბიჭები იყვნენ"

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის მოზარდების კლასელები და მეგობრები სევდიან პოსტებს აქვეყნებენ: "სარაა, ვერ წარმოვიდგენ ვერ, რომ ეს ყველაპერი მოხდებოდა. ძალიან კარგი ადამიანი იყავი, ძალიან მოგვენატრები ყველას, ყველას გვიყვარხარ. ნათელში ამყოფოს შენი სულიი".

"ღმერთმა გაანათლოს თქვენი სული ბიჭებო, ყოველთვის დარჩება თქვენი სახელი ჩვენს გულებში. ყველას დაგვაკლდებით".

"ლევან არასდროს არ დამავიწყდები, ყველას ძალიან გული გვატკინე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული".

"ასეთი იყო ლევანიკო, უბნის თვალი და ქვეყნის საამაყო შვილი, რომელიც ჩვენივე ქვეყნის სამარცხვინო შვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა"

"ვერაფრით ვიჯერებ, საოცარი ადამიანი იყავი. არ იმსახურებდი ამას არააა. ასე რატოო გაგიმეტეს ან ვინ გაგიმეტა. ისე მართლი ყოფილა, ღმერთს თავისთან კარგები მიყავსო. არ მინდა იმის დაჯერება რომ ზაფხულში თერჯოლაში ვეღარ გნახავ ხოლმე, არ მინდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული, ლეო!!!!!!"

"ჩემო სიცოცხლე ჩემოოოოო. შენი სიკვდილი მომიღებს ბოლოს ჩემო ლამაზო ბიჭო! შენგარეშე სიცოცხლე არ მინდა არააააა ლევან არაააააა, ჩემოოოო უსაზღვრო ტკივილოოოოოოოო. მომიკლეეეეეს წამართვეს შენი თავიიიიიიი ჩემო ლამაზოოოოოოოოოო".

"ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული დათო და ლევან. რავი რაღა ვთქვა არ ვიცი, ამდენი უდანაშაულო ხალხის წაყვანა ამქვეყნიდან ალბათ უკვე წესი გახდა. თან ისეთების, რომლებიც მარტო ძმაკაცის გამო თუ გაწირავდნენ თავს. ეს ორი ის არ იყო გამვლელებს რომ უშარდებოდნენ და ვინმესთვის ცუდი ნდომებოდათ. სრულიად კეთილი ვაჟკაცი და გულიანი ბიჭები იყვნენ, არასდროს დამავიწყდებით, მიყვარხართ და მეყვარებით ძმებო. ნათელი სანთელი თქვენ სულებს".

"ჩემი ძმა ხარ და ყოველთვის დარჩები ჩვენ გულებში ლეო. შენი სიკვდილი ვის უნდოდა, სტიქაროსანი საუკეთესო კაცი, ერთხელ რომ არ წამოგცდენია პირიდან ცუდი სიტყვა. გვენატრები ყველას".
"არ ვიცი უასამართლობაა ასეთი პატიოსნებით, სითბოთი და სიყვარულით სავსე ადამიანის წასვლა იმ ქვეყნად. შენნაირი ბიჭი იშვიათიაა. კიდევ ვერ ვიაზრებ რომ ეს მოხდა. მინდა რომ სულ შენზე ვილაპარკო, მაგრამ ძალიან მიღირს. არ ვიცი როგორ უნდა დაგმართნოდა შენ ის რაც დაგემართა. სულ სხვანაირი ადამიანი იყავი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული ლევან, ყოველთვის ჩვენს გულებში იქნები".


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100