სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 წლის გოგონას თვითმკვლელობის დეტალები – „შეყვარებული ჰყავდა, 5 თვის წინ დაშორდნენ“

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მე-9 კლასის მოსწავლის თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ სასწავლო დაწესებულების დირექტორს და პედაგოგებს.
სკოლის დირექტორი „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ გოგონა წარჩინებული მოსწავლე იყო და ის სპორტით, კერძოდ კი ჭიდაობით იყო დაკავებული.
„ძალიან კარგი ბავშვი იყო, ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. ლამაზი, აქტიური. მოჭიდავე იყო, ახალსოფლის ძიუდოს კლუბში ვარჯიშობდა. ოჯახიც ეკონომიურად ძლიერი იყო. არ ვიცი, რა მოხდა, გაოგნებული ვართ“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
მისი თქმით, გოგონას შეყვარებულიც ჰყავდა, თუმცა ისინი ერთმანეთს 5-6 თვის წინ დაშორდნენ. შეყვარებულიც ამავე სკოლის მოსწავლეა, ის და გ.ს-ძე თანასოფლელები იყვნენ. 15 წლის მოზარდის დამრიგებელი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გუშინ, მოსწავლე სკოლაში გაკვეთილებს დაესწრო, შემდეგ კი ვარჯიშზე წავიდა.
„კლასელებს გავესაუბრე, თუმცა არავინ არაფერზე საუბრობს. ყველა გაოგნებულია. გუშინ მთელი დღე სკოლაში იყო, ყველა გაკვეთილს დაესწრო, შემდეგ ვარჯიშზე წასულა. დღეს დილით კი პაპას დები გაუღვიძებია და სკოლაში წამოსასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ ასეთი უბედურება მოხდა“, – ამბობს მე-9 კლასის დამრიგებელი თამარ კუტუბიძე.
„კვირას“ ინფორმაციით, 15 წლის, გ. ს-ძე დილით სკოლაში უნდა წასულიყო და დაახლოებით 8.00 საათზე ბაბუამ გააღვიძა. ბაბუამ მეორე შვილიშვილიც გააღვიძა. დებს ერთ ოთახში ეძინათ. გ.ს-ძე ოჯახის უფროსი შვილი იყო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, ოჯახის წევრებმა 15 წლის გოგონას ძებნა დაუწყეს. ხეზე ზეწრით ჩამოკიდული მოზარდი უმცროსმა დამ შენიშნა. თუმცა, გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო: kvira.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100