სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: პრემიერთან მარკირებაზე შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო იყო

პრემიერი, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პროდუქციის სავალდებულო მარკირება იყო.

"მაესტრო"-ს გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი", კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, აღნიშნული შეხვედრის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, რაც პრემიერთან ჰქონიათ და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მარკირებამ არ გაამართლა, ბიზნესმენები ხელშეკრულების გადახედვის მიღწევას შეეცდებიან.

"ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო, რაც კი პრემიერმინისტრთან გვქონია. ამ შეხვედრაზე, ძალიან ვიწრო ფორმატში, რამდენიმე კომპანია ვიყავით წარმოდგენილნი და ჩვენ დავსვით ის საკითხი, რაც ამდენი ხანია გვაწუხებს, რომ ამ ტიპით შემოტანილი მარკირების პროცესი არ მოაგვარებს იმ პრობლემას, თუ ეს პრობლემა არსებობს ბაზარზე.

რაც შეეხება 17%-, რომელიც შეხვედრაზე გაჟღერდა, ეს 17% ეხება შემოსულობების გაზრდას, ანუ თანხის გაზრდას და არა რაოდენობრივ ზრდას. სხვათაშორის, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა თავადვე დასვა ეს შეკითხვა, რომ რამდენად ადეკვატურია ეს 17% იმ რეალობასთან, რომ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 45%-იანი დევალვაცია ბაზარზე, რომ ჩვენი ინდუსტრიის დაახლოებით 40-45% ეს არის დოლარში გაღებული თანხა, ეს პრაქტიკულად უკვე 20%-იან მატებას ნიშნავს თანხის სახით და ამას თუ დავამტებთ, რომ ზოგადად არაალკოჰოლური სასმელების ბაზარი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება 9%-ით, ეს 17%-იანი ზრდა გამოდის 13%-იანი კლება ზუსტად. ეს იყო იმის განმსაზღვრელი, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა შემოსაველბის სამსახურს, რომ უფრო კომპლექსური მიდგომა განახორციელონ.

ერთი წლის შემდეგ, ათვლა ჩვენ დავიწყეთ პირველი ნოემბრიდან, ერთი წლის დონეზე ეს უკვე არის ძალიან მაღალ დონეზე გაჟღერებული პირობა, ერთი წლის განმავლობაში გადაიხდის შემოსავლების სამსახური და აქვე დავამატებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება სრული სურათი იმისა, რომ მართლა შედეგი გამოიღო ამ მარკირების საკითხმა, შესაბამისად, აბსოლიტურად თავისუფლად შეუძლია შემოსავლების სამსახურს, მომავალშიც გააგრძელოს თანხის გადახდა და ამ მომსახურების შესყიდვა. თუ შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ჩვენ ერთად დავსხდებით იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ხელშეკრულების გადახედვას, ან სხვა ღონისძიებებს", - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100