კოტე ყუბანეიშვილი სტუმრად „სოციალური პარტნიორობის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებთან
საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფ მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს, ცნობილი პოეტი კოტე ყუბანეიშვილი ესტუმრა.
კოტემ მათ თავისი შემოქმედება გააცნო და ბავშვებს თავისი ლექსების კრებული აჩუქა. შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ბავშვებმაც, თავის მხრივ, კოტეს თავიანთი საყვარელი პოეტების ლექსები წაუკითხეს, შემდეგ საცეკვაო ნომრებიც შეუსრულეს. კოტე ძალიან კმაყოფილი იყო ბავშვებთან ურთიერთობით. ბავშვები კი დაინტერესდნენ მისი ლექსებით და პოეტის წასვლის შემდეგ დიდი ინტერესით ეცნობოდნენ მის შემოქმედებას.
დიდი მადლობა ბატონ კოტეს პატარების გახარებისთვის!
კომენტარი