სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვახტანგ რჩეულიშვილი: სახელმწიფოს მაიას ვალი აქვს 8 მილიონი დოლარი

სახელმწიფოს მაია რჩეულიშვილის ვალი აქვს 8 მილიონი დოლარი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეუღლე ვახტანგ რჩეულიშვილი წერს.

„გუშინ ფინანსთა სამინისტრომ დაითვალა, რომ სახელმწიფოს მაიას ვალი აქვს 8 მლ $, ცუდ გადამხდელებს კი 7 მლნ.$. მხოლოდ ამიტომ ვერ მთავრდება ბოლომდე სახლები, რასაც სულ 6 მლნ.$ სჭირდება. უკვე აშენებული კი არის 300 მლნ$ მეტისა.

მთავრობები იცვლება, ბიზნესთან დამოკიდებულება კი იგივე რჩება: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო! ჩვენ რა დავაშავეთ ვერ გამიგია- ჩვენი ვალი აქვთ და აქეთ გვედავებიან! თუმცა აღარაფერი აღარ მიკვირს ამ ხალხისა. მადლობა უფალს მაიასათვის და ყველამ თავისი იკითხოს!“ - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100