"Visa Pay Sticker"- ინოვაციურ სიახლე თიბისი ბანკისგან
პირველად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში, თიბისი ბანკმა მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტი Visa Pay Sticker -ი შესთავაზა. ეს არის ტრანზაქცია პლასტიკური ბარათის გარეშე, მხოლოდ სტიკერის ტერმინალთან მიტანით. უკონტაქტო ტრანზაქცია 3-ჯერ უფრო სწრაფია გადახდის ტრადიციულ მეთოდთან შედარებით.
ექსკლუზიური პროდუქტი, როგორც გადახდის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება, შექმნილია მომხმარებლის დამატებითი კომფორტისთვის. Pay Sticker-ი არის სადებატო ბარათის დამატება,რომლის დაკვრა ნებისმიერ ხელსაყრელ ნივთზე შეიძლება. მაგალითად: მიაკარით სტიკერი მობილურ ტელეფონს (საათს,ბრელოკს), მიიტანეთ ტერმინალთან და გადახდა შესრულებულია!
Pay Sticker-ის ანგარიში მიბმულია თქვენი სადებეტო ბარათის ანგარიშზე, შესაბამისად, ანგარიშსწორებისას იყენებთ იმ თანხას, რაც ბარათზე გაქვთ განთავსებული.
სტიკერის მეშვეობით, პინ კოდის გარეშე შესაძლებელია 45 ლარამდე ტრანზაქციის შესრულება. ამასთან მომხმარებლებს, რომლებიც გადაიხდიან Pay Sticker-ით დაერიცხებათ ორმაგი Smart ქულები.
,,თიბისი ბანკი,როგორც ყველაზე ინოვაციური ბანკი საქართველოში,ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვაზე. ჩვენ ვაძლიერებთ მუშაობას,რომ მომხმარებლების ყოველდღიური საქმიანობა უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ."- აცხადებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე პაატა მაღრაძე.
Pay Sticker-ით გადახდა შესაძლებელია ყველა სავაჭრო ობიექტში, სადაც დატანილია უკონტაქტო გადახდის ლოგო,როგორც თიბისის ასევე სხვა ბანკების POS ტერმინალებში.
კომენტარი