სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე ხდება?

დღეს, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "საზოგადოებრივი მოძრაობა" "დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე იქნება. ქართული მედიის ინფორმაციით, მოძრაობის ხელმძღვანელს, სავარაუდოდ, ხვალ ათონელის თეატრში დაგეგმილ შეხვედრაზე აირჩევენ. ინფორმაცია "დაიცავი საქართველოს" ლიდერად მაღრაძის შესაძლო არჩევის შესახებ, ჟურნალისტებს ორგანიზაციის წევრებმა დაუდასტურეს.
დსფჯსდფჯსდკლფ
"დრონი.ჯი" დაინტერესდა მოგვევლინება თუ არა დავით მაღრაძე "დაიცავი საქართველოს" ლიდერად და ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად მას დაუკავშირდა.
დსფჯსდფჯსდკლფ
დავით მაღრაძე; "ამ საკითხზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. ამის შესახებ პირველად თქვენგან მესმის. ჯერჯერობით, ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია".
დსფჯსდფჯსდკლფ
– და შემოთავაზების შემთხვევაში გახდებით თუ არა საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი?
დსფჯსდფჯსდკლფ
– არ ვიცი, ჯერ უნდა შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ. და საერთოდაც, გასარკვევია, "დაიცავი საქართველო" წყვეტს, თუ აგრძელებს არსებობას. და თუ აგრძელებს, რა ფორმით იარსებებს. ამ წუთას, ნამდვილად, არ ვიცი, რას ვიზამ, მოძრაობის არცერთ წევრს არ შევხვედრივარ.
დსფჯსდფჯსდკლფ
მკითხველს შევახსენებთ, რომ "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე იყო. გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველო "ქართულ პარტიაში" გადასვლის გამო დატოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100