24 წლის დაჭრილი ბიჭი პოლიციის მანქანაში ერთი საათი იყო დასაკითხად და სამართალდამცავების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა
"იბერიას" ინფორმაციით, ორთაჭალში, ბერძენის ქუჩაზე, 24 წლის დაჭრილი ბიჭი პოლიციის მანქანაში სამართალდამცავების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "იბერია" ავრცელებს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ბიჭი შელაპარაკების ნიადაგზე მამამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ცნობილი გახდა, რომ საპატრულო პოლიციას შელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი 24 წლის მამაკაცი ერთი საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდა და მის გამოკითხვას აწარმოებდა.როდესაც ახალგაზრდამ თავი შეუძლოდ იგრძნო, პოლიციამ ის საავადმყოფოსკენ წაიყვანა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციას გზაში ბენზინი გაუთავდა, რის გამოც ახალი ეკიპაჟი გამოიძახა. ახალგაზრდა მამაკაცი ახალ ეკიპაჟში გადასმის შემდეგ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ პოლიციის მანქანას საწვავი გამოელია.
კომენტარი