სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორსული მეგან მარკლი ოფიციალურ შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა

სასეკსის ჰერცოგინიის მეგან მარკლის ორსულობის ამბავი სულ ცოტა ხნის წინ გახდა საზოგადოებსითვის ცნობილი. ის ახლა თავის მეუღლესთან, პრინც ჰარისთან ერთად ოფიციალური ვიზიტით კუნძულ ფიჯიზე იმყოფება.

ერთ-ერთ შეხვედრაზე მეგანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. როგორც მისი დაცვის სამსახურის უფროსი აცხადებს, ჰერცოგინია მაღალი ტემპერატურის გამო ცუდად გახდა და ამიტომ მას ოფიციალური შეხვედრის დროს იქაურობის დატოვება მოუწია:
"ძალიან ცხელოდა და უამრავი ხალხი იყო თავმოყრილი. იმაზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მეგანი შეხვდა ხალხს, შემდეგ კი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ადგილი. ჩვენ გვესმის, რომ ბევრს სურდა ჰერცოგინიის ნახვა, თუმცა ის შეხვდა მხოლოდ მათ, ვისაც შეპირებული იყო. ჩვენი გადაწყვიეტილებით, მას დროულად უნდა დაეტოვებინა ადგილი, რათა მდგომარეობა კიდევ არ გართულებულიყო" - აცხადებს ჰერცოგინიის დაცვის უფროსი.
როგორც იქ მყოფი საზოგადოება აცხადებს, მეგანი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ვერავინ მიხვდა, რომ ის ცუდად გრძნობდა თავს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მარკლის წასვლის მიზეზი სხვა რამ შეიძლებოდა გამხდარიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100