რუსეთისგან ყირგიზი ხალხის გენოციდის აღიარებას და კომპენსაციას ითხოვენ
როგორც პორტალი „ნიუს-აზია“ იტყობინება, ყირგიზეთის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის ერთ-ერთი პრეტენდენტი ნურლან მოტუევი რუსეთს მოუწოდებს, აღიაროს „გენოციდი, რომელიც ქვეყანამ მოაწყო ყირგიზი ხალხის წინააღმდეგ“, 1916 წელს. მოტუევი რუსეთისგან, კომპენსაციის სახით, ყირგიზი ხალხისთვის 100 მილიარდი დოლარის გადახდასაც ითხოვს. ამ მოთხოვნით ნურლან მოტუევი „ჭეშმარიტ მუსულმანთა კავშირის“ სახელით გამოვიდა.
მოტიევმა რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს სპეციალური მიმართვა გაუგზავნა, სადაც ნათქვამია:
„1916 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული შოვინისტური სამხედრო პოლიტიკის შედეგად ყირგიზეთიდან, მაღალი მთებისა და უღელტეხილების გადავლით, განდევნილ იქნა 200 000-ზე მეტი ყირგიზი. მოსახლეობა იძულებული გახდა მიეტოვებინა გადამწვარის სახლ-კარი, საკუთრება, საქონელი, და ჩინეთში გაქცეულიყო.
რუსეთის სამხედროები ტურებივით ედგნენ კვალში გაქცეულებს და ვისაც დაეწეოდნენ, არავის ზოგავდნენ. ძუძუთა ბავშვები დარჩნენ მინდვრებზე უპატრონოდ - ფატრავდნენ მოხუცებს, ხოლო გოგონებსა და ქალებს აუპატიურებდნენ. სოფლები და ქალაქები აღგავეს მიწისაგან პირისა და აქციეს ფერფლად. სწორედ ასე, მხეცებივით მოიქცნენ რუსი სამხედროები ყირგიზეთში და ისტორიულმა სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, - ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთში სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები 30 ოქტომბერსაა დანიშნული.
კომენტარი