სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი ნაცმოძრაობას შეხვდება

პარლამენტს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, მივალ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელსაც პარლამენტში უმცრესობის წევრები იბარებენ.

"რატომაც არა, ვინ თქვა რომ არ მივდივარ პარლამენტში", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, უბრალოდ, ამ კვირაში არ ეცალა, რადგან წინასწარ ჰქონდა გრაფიკი და შეხვედრების განრიგი შედგენილი.

"მე, უბრალოდ, ეს კვირა არ მეცალა და გავგზავნე შესაბამისი ოფიციალური წერილი. ჩემი გრაფიკი და შეხვედრების განრიგი წინასწარ იყო გაწერილი და ამიტომ ვერ მოვახერხე ფიზიკურად მისვლა პარლამენტში, მაგრამ მე არასოდეს არ მითქვამს, რომ მე არ მივალ საკანონმდებლო ორგანოში. მე პარლამენტს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, მივალ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, არ იცის, რა საკითხები აინტერესებს უმცირესობას, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

საპარლამენტო უმცირესობას შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში იბარებს. გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ღარიბაშვილთან შუამდგომლობა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სთხოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100