ბაჩუკი ქარდავა: ზოგი ქართველი პოლიტიკოსის განცხადება რუსეთის პოზიციასაც კი ვეღარ ემთხვევა
„რუსეთს პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, შეიძლება ითქვას, რომ მკაფიო „აღიარება“ გააკეთა რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, როცა მან 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრისას ღიად განაცხადა, რომ „2008 წელს გადამწვეტი ზომები რომ არ მიგვეღო და ასე არ მოვქცეულიყავით, სხვა გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომლებსაც ნატოში ხელოოვნურად მიათრვენ, სავარაუდოდ უკვე იქ იქნებოდნენ“. რუსეთი იმდენადაა გაღიზიანებული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივით, რომ აღარც კი ფარავს რუსეთის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების უმთავრეს მიზანს. ამდენად, მინდა შევახსენო ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს, რომ მათი განცხადებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხში, უკვე მედვედევისა და რუსეთს ხელისუფლების განცხადებებსაც კი ვეღარ ემთხვევა “. - განაცხადა ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.
კომენტარი