სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წეერენ არჩევნებსა და მის შედეგზე ცნობილი ქართველები?

გოგა ხაჩიძე: ისე, სგ ბერას... ერთი პრემიერად დასვა, მეორე - პრეზიდენტად.

თაკო ეი: ძალიან გახარებული ვარ!!! ვულოცავ გიორგი მარგველასჰვილს გამარჯვებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ღირსეული ქვეყნის, ღირსეული პრეზიდენტი იქნება!!! გულწრფელად ვამბობ, რომ ბიდზინა ივანიშვილი ძალიან მაგარია!!!

ჩიორა თაქთაქივილი: რა მილოცვა ხალხნო!! რას ამბობთ!!!! ქვეყანას ოფიციალურად მართავს, პრეზიდენტის სტატუსით კაცი, რომელსაც ქართველობა ორ-ენოვანი, რუსეთზე სუბორდინირებული კულტურა გონია, კაცი, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ რუსეთის ტერიტორიების დაპყრობა გადაწყვიტა 2008 წელს, კაცი, რომელიც ფსიქიურად გაუწონასწორებელი, რუსი მილიარდერის კაპრიზის გამო გახდა პრეზიდტობის კანდიდატი, კაცი, რომელიც საქართველოს ეროვნული სუვრრენიტეტის განიავებას უქადის!!! ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება! ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის, წინააღმდეგპბის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. არავის არ გვაქვს უფლება, ეს არ გავაცნობიეროთ და გულგრილი დავრჩეთ ამ ბრძოლაში! იმიტომ, რომ ჩვენ გვიყვარს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო და მტერს ქედს არასოდეს მოვუხრით!!!

გიორგი ჯანელიძე: ვინმემ ხომ არ იცით, ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობით, საარჩევნო უბნის წინ დრიფტაობა რა ტიპის დარღვევაა? (ჩემ უბანში დაფიქსირდა)

ლალი მოროშკინა: გილოცავთ ხვალიდან ახალ საქართველოში ვართ!

Alexander Bagration-Davidoff: დღეიდან სკოლებში გაძლიერებულად ისწავლება საgანი ძერწვა, როგორც მომავლი წარმატების გარანტი

კოტე ყუბანეიშვილი: ზოგიერთი პრეზიდენტის არჩევით. სამუდამო სიბნელეში დავრჩევით

ირინა ონაშვილი: არჩევნებზე ძალიან ცოტა ხალხია და რა ხდება? აღარავინ აგარ უნდათ პრეზიდენტად ჩემს მეზობლებს?

მარიამ საჯაია: გილოცავთ! საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონი ძერწვაში ასევე, საქართველო იქნება ჩემპიონი ყველაზე მაგარი ოპოზიციის ლიდერის ყოლაში! ხმას არ ამოვიღებ მარგველაშვილის გადაყენების მოთხოვნით, 5 წელი ვნახავ როგორი "ბედნიერი" იქნება 6?%

დავით ბაქრაძე: ჩემო ძვირფასო Facebook მეგობრებო! უპირველესად, მადლობას გიხდით ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, თითოეული თქვენი შეტყობინებისა თუ კომენტარისთვის, რომელიც მაძლიერებდა და დღეს იმედს მაძლევს, რომ მომავალშიც არ დავნებდე. გულწრფელი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი ირწმუნეთ და მთელი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ერთად ვიდექით. ბრძოლა არ დამთავრებულა. ჩვენ ამ გზით კიდევ ერთხელ დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია. ამავე დროს, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ამ არჩევნებით დავამტკიცეთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა. მე არც ახლა დავივიწყებ ჩემ დანაპირებს და გპირდებით, რომ გავაკეთებ ყველაფერს ქართველი ხალხის ინტერესების საკეთილდღეოდ და იმისთვის, რომ თითოეული დაპირება შესრულდეს და ხალხმა უკეთ იცხოვროს.
მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ერთად დგომისთვის. წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველოდება და ჩემი ღრმა რწმენით, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება ! ! !

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ვინაიდან ეს იყო მართლაც უპრეცენდენტო არჩევნები. მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში, მშვიდ ატმოსფეროში. ეს იყო ნამდვილად ევროპული სტანდარტების არჩევნები. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ქართული დემოკრატიის, ქართული თანამედროვე სახელმწიფოსი. ეს არის გამარჯვება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მთლიანად ქართველი ხალხის და ჩვენი მთავრობის. მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს, თითოეულ მოქალაქეს. ძალიან გახარებული ვარ, ვუერთდები თითოეულ რიგით მოქალაქეს და მასთან ერთად ვზეიმობ გამარჯვებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100