სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე როგორც გავიგე, ბიჭოლა და დორნი..." - რას ჭორაობენ ივან დორნისა და ბიჭოლაზე?

ბიჭოლა და უკრაინელი მომღერალი ივან დორნი საზოგადოებაში ერთად ხშირად ჩნდებიან და დროსაც მხიარულად ატარებენ. ქართველი დიზაინერი მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ბოლო პერიოდია აქტიურად აქვეყნებს. მათი ახლო კავშირი კი უყურადღებოდ არ დარჩენილა.
ბიჭოლა დორნზე წერს, მისი ახლო მეგობარია. აქედან გამომდინარე, არც არის გასაკვირი, რომ ისინი ერთმანეთის იუბილეებს ესწრებიან. დიზაინერმა საკუთარი დაბადების დღის წვეულების შემდეგ ივანთან ერთად გადაღებული სურათი გაავრცელა, მისალოც სურვილებში კი ლელა წურწუმიას კომენტარსაც წავაწყდით: "გილოცავ, გიყვარდეს და უყვარდე".

მანამდე კი ბიჭოლა ივან დორნის დედის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და შესაბამისი ფოტოც გამოაქვეყნა: "დაბადების დღეს გილოცავ დედა ლიდა. მინდა, რომ ძალიან ბედნიერი, ჯანმრთელი და ენერგიით სავსე იყოთ. ძალიან მიყვარხართ". ბიჭების ერთად ხშირმა გამოჩენამ ფანებში კითხვები გააჩინა, ფოტოს კომენტარებში ერთ-ერთი "ინსტაგრამ" მომხმარებელი წერს: "მე როგორც გავიგე, ბიჭოლა და დორნი - ბიჭი და გოგო?".

დიზაინერის ინსტაგრამ გვერდზე ქართველები ძალიან აქტიურობენ: "თქვენ ერთად მუშაობთ თუ ცხოვრობთ?" "ბიჭოლა მოგვიყევი რა, სად გაიცანით ერთმანეთი?" "საყვარლებო", - წერენ კომენტარებში.
თავად ბიჭოლა კი მომღერალზე ძალიან ხშირად წერს: "ძალიან იღბლიანი ვარ, რომ შენ მყავახარ ცხოვრებაში. მადლობა ყველაფრისთვის, რაც შენ ჩემთვის გააკეთე". "ჩემო მფარველო ანგელოზო, ჩემთან ხარ, ჩემი ბედნიერების დიდო ნაწილო", - წერს ბიჭოლა დორნზე და იქვე ჰეშთეგით მეგობრობას ნიშნავს.

ივანს ბიჭოლა კი ძალიან ხშირად დაჰყავს წვეულებებსა და პრეზენტაციებზე, რაზეც, დიზაინერი მომღერალს მადლობას ხშირად უხდის: "დღეს დიდი დღეა, დიდი მადლობა, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს შენთან ერთად წამიყვანე".

ივან დორნისა და ბიჭოლას ნაცნობობა წლების წინ დაიწყო, როდესაც დიზაინერი უკრაინელი შემსრულებლის სტილისტი გახდა. ამ დროს ბიჭოლა კიევში მოღვაწეობდა. მას შემდეგ კი, როგორც ჩანს, ეს თანამშრომლობა ახლო ურთიერთობასა და მეგობრობაში გადაეზარდათ. ეს არ დარჩენილა უკრაინული და რუსული პრესის ყურადღების მიღმა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ქართველი დიზაინერი და უკრაინელი მომღერალი ერთმანეთს არ შორდებოდა. ჭორაობდნენ იმაზეც, რომ დორნი ბომონდურ და მოდურ წვეულებებს სწორედ თეთრაძის ხათრით ესწრებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100