“ამ ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ” - მიქაუტაძე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ იასპარეზა, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. “ფურია როხამ” 4:1 იმარჯვა და მეოთხედფინალში გააღწია, ხოლო “ჯვაროსნებმა” კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა დაასრულეს.
მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ქოჩორაშვილმა და ვილი სანიოლმა მედიის კითხვებს უპასუხეს. ყოველივე ამაზე კომენტარი გიორგი მიქაუტაძემაც გააკეთა, რომელმაც ევრო 2024-ზე 3 გოლი გაიტანა:
ესპანეთი საუკეთესო გუნდია ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. წინ და უკან ბევრს დავრბოდით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ძალიან ძნელი იყო, თუმცა ამ ევროპის ჩემპიონატიდან თავაწეულები უნდა წავიდეთ.
ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ. დღეს დღეობით ბომბარდირი ვარ. კიდევ რამდენიმე თამაში დარჩა ტურნირზე, მაგრამ ჩვენ უკვე გამოვეთიშეთ ამ გათამაშებას. რაც შეგვეძლო, ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ.
კომენტარი