სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სარქსიანისა და ალიევის "გასეირნება ასტანაში" უშედეგოდ დასრულდა

იმ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რასაც რუსეთი, საფრანგეთი, ევროპის სხვა ქვეყნები და აშშ ყაზანის სამიტისგან ელოდნენ, რუსეთის შუამავლობით შემდგარი სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

სწორედ ამ სამიტზე ელოდებოდნენ, რომ სარქსიანი და ალიევი ხელს მოაწერდნენ ოთხწლიანი სამშვიდობო მოლაპარაკებების განმავლობაში შემუშავებულ „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საბაზისო დოკუმენტს“, მაგრამ მხარეები მხოლოდ დიპლომატიური ფრაზების გაცვლით და „ურთიერთგაგების“ შესახებ პროტოკოლური განცხადებებით შემოიფარგლნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100