ქართულ ბაზარს, თიბისის მხარდაჭერით, პირბადეების კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია - „მედიფარი“ დაემატა
ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის პირბადეების მწარმოებელი კიდევ ერთი კომპანია - „მედიფარი“ გაიხსნა.
კომპანიამ „მედიფარი“ საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც თიბისის კონტიბუცია 1,5 მილიონი ლარია.
საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისთვის დღე-ღამეში 100 000-ს, თვეში კი - 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს,
„მედიფარი“ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის ანტიბაქტერიული პირბადეებით უმსხვილეს სააფთიაქო და საცალო ვაჭრობის უამრავ ქსელს ამარაგებს. პროდუქციის უახლოეს მომავალში ექსპორტზე გატანაც იგეგმება.
პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა: ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ-ი.
საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
„მედიფარი“ თიბისის მიერ პანდემიის განმავლობაში დაფინანსებული მეოთხე საწარმოა, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელ პროდუქციას აწარმოებს.
კომენტარი