2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. მეტად ისეირნეთ, განსაკუთრებით, თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ. საღამო სასიამოვნო ადამიანების გარემოში გაატარეთ.
კურო
ნუ გაჯიუტდებით და ნუ ეცდებით, ყველამ თქვენი წესებით იცხოვროს. საყვარელი საქმეც კი შეიძლება გახდეს მოსაბეზრებელი. მეტად დაისვენეთ, გამხიარულდით.
ტყუპი
კარგად გაერკვევით სიტუაციაში. არ გაგიჭირდებათ უცხო გარემოში ორიენტირება. მცირე თვითკონტროლი არ გაწყენთ. ეცადეთ, ზედმეტმა თავისუფლებამ შეცდომები არ ჩაგადენინოთ.
კირჩხიბი
ნუ დაისახავთ რთულ საქმეებს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ძალების აღდგენას, ვარჯიშს. საქმეებს მოგაცდენთ ზარები, თხოვნები.
ლომი
მსუბუქი საქმეები შეასრულეთ. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. შეხვდით ბავშვობის მეგობრებს, იმხიარულეთ. საღამოს შეიძლება ბლოგების ან ფორუმების კითხვამ გაგიტაცოთ.
ქალწული
ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვანს საქმეებს, მოლაპარაკებებს. შეიძლება ზოგიერთი საქმე "მკვდარი წერტილიდან" ვერ დაძრათ. დახმარება მხოლოდ ერთგულ ახლობლებს სთხოვეთ.
სასწორი
ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. განსაკუთრებით, უცხოეთზე. თუ სასწრაფო საქმეები არ გაქვთ, გაისეირნეთ ბუნებაში. მეგობრებთან შეხვედრა და საუბარი კი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მორიელი
დღეს არ უნდა იყოთ ზედმეტად მომთხოვნი არც საკუთარი თავის და არც გარშემო მყოფების მიმართ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის, განწყობის გაუმჯობესებას. წაიკითხეთ სასარგებლო ლიტერატურა.
მშვილდოსანი
არავინ გაიძულებთ ისე მოიქცეთ, როგორც სხვებს უნდათ, მაგრამ რჩევებს ყური მაინც დაუგდეთ. იუმორსა და კრიტიკას კი მშვიდად შეხვდით. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ნეგატიურ ინფორმაციებს.
თხის რქა
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი მგზავრობა, საქმიანი შეხვედრა. მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებთან, კოლეგებთან საუბარს (მშვიდ თემებზე).
მერწყული
კარგი დღეა დასვენებისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებად. საყვარელი ადამიანს მოუწყვეთ რომანტიკული შეხვედრა. ზოგჯერ ადამიანებს ცოტა მეტი დრო და შანსი უნდა მისცეთ.
თევზები
ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. ახლობლების ინტერესების, გემოვნების გათვალისწინებით იმოქმედეთ. საღამოს ოჯახური შეხვედრა მოაწყვეთ.
კომენტარი