სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჰილარი კლინტონმა მიულოცა

აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ბარაქ ობამასა და ყველა ამერიკელის სახელით მოხარული ვარ, ქართველ ერს, რომელიც 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, საუკეთესო სურვილები გადავცე. აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობა ურთიერთინტერესებსა და საერთო ფასეულობებს ეფუძნება. ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებაში დახმარების აღმოჩენას ვაგრძელებთ", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი ქლინთონის განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ავღანეთში საერთაშორისო ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100