სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ევროპას "რუსული ზამთარი" უახლოვდება? - "გაზპრომმა" მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა

რუ­სეთ­მა მილ­სა­დენ "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 1"-ით ევ­რო­პის­თვის გა­ზის მი­წო­დე­ბა მთლი­ა­ნად შე­ა­ჩე­რა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს. რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნია, "გა­ზპ­რო­მი“ გან­მარ­ტავს, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი მილ­სა­დენ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო და­წეს­და და სამ დღეს გაგ­რძელ­დე­ბა. "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი 1"-ის მილ­სა­დე­ნით ბუ­ნებ­რი­ვი აირი რუ­სე­თი­დან გერ­მა­ნი­ას ბალ­ტი­ის ზღვის გავ­ლით მი­ე­წო­დე­ბა. ის 2011 წელს გა­იხ­სნა და რუ­სე­თი­დან გერ­მა­ნი­ა­ში დღე­ში მაქ­სი­მუმ 170 მი­ლი­ო­ნი კუ­ბუ­რი მეტ­რი გა­ზის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლია. მილ­სა­დე­ნი ივ­ლის­ში 10 დღით და­ი­ხუ­რა, რის მი­ზე­ზა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რი გეგ­მუ­რი ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­სა­ხელ­და. მილ­სა­დე­ნი ამ­ჟა­მად მხო­ლოდ 20% დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს, რაც რუ­სუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ რუ­სეთ­მა შე­საძ­ლოა მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტა ბუ­ნებ­რივ აირ­ზე ფა­სის გაზ­რდის მიზ­ნით გა­ა­ხან­გრძლი­ვოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100