სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

The ვანოს შოუს რეაქცია ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე

ქვეყნაში დღეს მიმდინარე მოვლენების გამო იომორისტული გადაცემა „ვანოს შოუ“ დღეს ეთერში არ გავა. აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ავტორებმა ფესიბუქის მეშვეობით გაავრცელეს.

“დღევანდელი მიმდინარე მოვლენების გამო ჩვენმა შემოქმედებითმა გუნდმა საჭიროდ მივიჩნიეთ დღევანდელი გადაცემა გადავდოთ. რისთვისაც გვინდა დიდი ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს მაყურებელს” - წერს „ვანო შოუს“ ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

არაერთგვაროვანი გამოხმაურების შემდეგ The ვანოს შოუს ფეისბუქ გვერდზე კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა

"ჩემო ძვირფასო მაყურებელო, როგორც ჩანს გადაცემის გადადების მიზეზი არასწორად გაიგეთ, ამიტომ განვმარტავთ!! განვითარებული მოვლენების გამო საინფორმაციო გამოშვებები ძალიან გაიწელა დროში და შესაბამისად "ვანოს შოუ" ძალიან გვიან გავიდოდა ეთერში, ამიტომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაწყვიტა რომ გადაცემა შემდეგ პარასკევს გავიდეს ეთერში!! კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, გთხოვთ მოგვიტევოთ, პატივისცემით "ვანოს შოუს" შემოქმედებითი ჯგუფი! მშვიდობიან უქმე დღეებს გისურვებთ"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100