სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ..." - რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი

რუ­სუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის მი­წო­დე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი უნდა მო­იხ­სნას, იყო შე­თან­ხმე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და არა­ვინ იყო წი­ნა­აღ­მდე­გი, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და. "ხელს შე­ვუ­წყობთ უკ­რა­ი­ნუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის ექ­სპორ­ტს, მაგ­რამ გა­მოვ­დი­ვართ იქი­დან, რომ მო­იხ­სნე­ბა ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის სა­ჰა­ე­რო გზით ექ­სპორტთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამა­ზე თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან შევ­თან­ხმდით. ეს ყვე­ლა­ფე­რი აქამ­დე არა­ვის გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია, მათ შო­რის ჩვენს ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებს”, – აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა ირან­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ. მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ სურ­სა­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე ვი­თა­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნე­ბა. “რო­გორც იცით, ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი სა­სუ­ქე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად მო­იხ­სნა. იმე­დი მაქვს, თუ მათ გულ­წრფე­ლად სურთ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ ვი­თა­რე­ბა სურ­სა­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე, იგი­ვე მოხ­დე­ბა რუ­სუ­ლი მარ­ცვლე­უ­ლის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100