სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენჯერმე ესროლეს – ვერაზე ახალგაზრდა ბიჭის ჩაცხრილეს

თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100