სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, "ივანიშვილი რუსეთის ბოლო იმედია"

მმართველი უმრავლესობის აზრით, "საქართველოში ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი დემოკრატია მის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოჩნდა".

აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორებთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას გააკეთა, რა დროსაც მსჯელობის ძირითადი ნაწილი არა საკუთრივ კანონპროეტს, არამედ ივანიშვილის თემას დაეთმო.

პეტრე ცისკარიშვილმა თავდაპირველად უახლოეს წლებში საქართველოში განვითარებული ცნობილი მოვლენები გაიხსენა და ბოლო წლების აქციები "მთლიანად რუსეთის მხრიდან ინსპირირებულად" შეაფასა.

"ივანიშვილი რუსეთის ბოლო იმედია. ეს არის კაცი, რომელსაც საკუთარი ფული აქვს, მაგრამ ეს იმათგან კონტროლირებადი თანხებია, ვინც ივანიშვილს წილების შეძენისა და საბანკო ოპერაციების წარმოების უფლებას, ლიცენზიებს და უმსხვილეს რუსულ სტრუქტურებში აქციების პროცენტებს აძლევდა" - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცისკარიშვილმა.

მმართველი უმრავლესობის ლიდერი ასევე დარწმუნებულია, რომ "ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები არა საქართველოს განვითარებაზე, არამედ ქვეყნის წარსულში დაბრუნებაზეა ორიენტირებული".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100