ცნობილი მუსიკოსი ჯიმი კობი გარდაიცვალა
ცნობილი ჯაზმენი ჯიმი კობი ნიუ იორკში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რადიოსადგური NPR იტყობინება.
მუსიკოსი ფილტვების კიბოთი იყო დაავადებული.
მუსიკალური კარიერა ჯიმი კობმა 20 წლის ასაკში დაიწყო. ის მსოფლიო ჯაზის ლეგენდებთან, მაილს დევისთან, ჯონ კოლტრეინთან, უესტ მონტგომერსა და დინა ვაშინგტონთან თანამშრომლობდა. მათთან ერთად კობმა ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბომი Kind of Blue ჩაწერა.
კომენტარი