მიშელ ობამას დემნა გვასალიას ჩექმა და კაბა ამშვენებს
მიშელ ობამა გადაცემაში სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავთან, სარა ჯესიკა პარკერთან საკუთარ წიგნზე სასაუბროდ მივიდა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილ პირველ ლედის „ბალენსიაგას“ 4 ათას დოლარად ღირებული ჩექმა და ყვითელი კაბა ეცვა.
კაბა „ბალენსიაგას“ 2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის კოლექციიდან არის, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.
ბრჭყვიალა ჩექმამ სოციალური ქსელების ყურადღება მიიპყრო, თუმცა „ტვიტერის“ მომხმარებლების უმეტესობა ობამას ჩაცმულობას მხოლოდ დადებითად აფასებს.
კომენტარი