სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კომპანიის მხრიდან სამუშაოების შეჩერების საფუძველი არ არსებობს"

კომპანია "RMG" განცხადებას ავრცელებს და კომპანიის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებს ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნული, რომ ყაჩაღიანის #1 უბანზე 2015 წლის 16 მაისს ყველა დაინტერესებული მხარე და მოსამართლეები იმყოფებოდნენ და თავადაც დარწმუნდნენ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი სრულად დაშლილი და აღებულია.

"როგორც ცნობილია, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ორი სასამართლო პროცესი საყდრისი-ყაჩაღიანის #1 უბანზე მიმდინარე სამუშაოებისა და გამოცემული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ. სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობები, რის საფუძველზეც კომპანია "RMG Gold"- ეძლევა საქმიანობის გაგრძელების უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. აღნიშულს წინ უძღოდა 2015 წლის 16 მაისს მოსამართლეთა და ყველა მხარის წარმომადგენელთა მიერ მოწვეული არქეოლოგებისა და სხვა სპეციალისტების მონაწილეობით ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება. კომპანიის ხელშეწყობით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა დეტალურად დაეთვალიერებინა ადგილმდებარეობა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეფასებინა შექმნილი მდგომარეობა. დათვალიერების მონაწილე არქეოლოგებისა და სპეციალისტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი სრულად დაშლილი და აღებულია, რის გამოც კომპანიის მხრიდან სამუშაოების შეჩერების საფუძველი არ არსებობს. კომპანია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იყო და რჩება კანონის მოთხოვნათა ერთგული და მისი საქმიანობა ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული და განუხრელი დაცვით", - ნათქვამია "RMG"-ის განცხადებაში .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100