სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფლის ორღობეში გაშიშვლებული გოგოს პასუხი საზოგადოების კრიტიკას

სოციალურ ქსელში გუშინ გავრეცელებული ფოტო, რომელზეც სოფლის ორღობეში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი გოგონაა აღბეჭდილი, ინტერნეტში განხილვის საგანი გახდა, სწორედ ამიტომ კრიტიკის ადრესატი გოგონა კაროლინა მგელაძე მისი მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა. მან ასევე განმარტა რომ „ფეისბუქ ჩექინის“ ხარვეზის გამო ინფორმაცია არასწორად გავრცელდა და სინამდვილეში ფოტო ლაგოდეხის სოფელ აკეთში კი არა გურიის სოფელ აკეთშია გადაღებული.

„დიახ ატეხილი ვარ და ორგობეში დავიარები:))) საცოდავი, ეჰ...ნეტავი თქვენ ამ ხნის ხალხი აქ რომ ზიხართ და კრიტიკის მეტი არაფერი იცით.. დიდი მადლობა გახალისებისთვის და პლიუს გურიის აკეთშია გადაღებული სურათი და არა ლაგოდეხში, ფეისბუქის შეცდომა იყო)) ამიტომაც დაიწყნარეთ ნერვები“ - წერს კაროლინა სოციალურ ქსელში.

კაროლინა მგელაძის ფოტო და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: http://droni.ge/?m=9&AID=12117

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100