სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი ნორვეგიის ელჩს შეხვდა

არლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნორვეგიის სამეფოს ახალი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, ბარდ ივარ სვედსენი მიიღო.

შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობას შეეხო, რაც ელჩის განცხადებით მისი პრიორიტეტი იქნება.

ბარდ ივარ სვედსენმა ისაუბრა ნორვეგიის პარლამენტის სპიკერის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე. აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის კავშირების დამყარებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს მხრიდან საქართველოსადმი გამოვლენილი მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა ევროპის და კონკრეტულად, ნორვეგიის როლს რეგიონში არსებული პრობლემების დაძლევის პროცესში.

მხარეებმა ისაუბრეს ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ხელშემწყობ ფაქტორზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100