ნუგზარ სურმანიძე: "ჩვენ ყოველთვის ვდგავართ ხალხის სამსახურში"
ნუგზარ სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე წინასააჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველი ნომერი, ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე და ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მუხრან ვახტანგაძე წინასააჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ.
დეპუტატობის კანდიდატებმა მორიგი შეხვედრა ტაბიძის ქუჩის მოსახლებასთან გამართეს. კანდიდატები დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ და არსებული პრობლემებით დაინტერესდნენ. ტაბიძის ქუჩაზე მოწესრიგებულია გზა, ეზოები, დამონტაჟებულია ტრენაჟორები, მოწყობილია მინი სტადიონი, დასრულებულია კორპუსების გადახურვა.
„ქართული ოცნება“ ყოველთვის იდგა ხალხის სამსახურში და ეს მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრებზე მოსახლეობას ვაცნობთ ჩვენს სამოქმედო გეგმას და მათ საჭიროებებს ვეცნობით. ჩვენ დავპირდით მათ, ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე ვიზრუნებთ“, - განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.
მუხრან ვახტანგაძის განცხადებით კი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობას, დასაქმებას, მომავალი თაობის განათლებას და სპორტის ხელშეწყობას.
“მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს სპორტით დაკავებული”, - აღნიშნა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მუხრან ვახტანგაძემ.
(R)
კომენტარი