სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეიბორისტები ივანიშვილსა და "მაესტროს" კუთხური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ

ლეიბორისტული (შრომის) პარტია ბიძინა ივანიშვილს კუთხური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს."ლეიბორისტული პარტიის" იდეოლოგიური მდივნის, კახა ძაგანიას თქმით, ივანიშვილი ამას ტელეკომპანია "მაესტროს" მეშვეობით ახორციელებს.

"ლეიბორისტები" "მაესტროს" ეთერში გასულ სიუჟეტს აკრიტიკებენ, რომელიც მათი პარტიის მიმართ ზემო იმერეთის მოსახლეობის უარყოფით დამოკიდებულებას ეხებოდა.

კახა ძაგანია ამბობს, რომ რეპორტაჟი ტენდენციური იყო, რადგან მისი რესპონდენტები "ლეიბორისტული პარტიის" წევრები აღარ არიან. ძაგანიას თქმით, მალხაზ გელბახიანი და გია ასანიძე არ იზიარებენ შრომის პარტიის შეხედულებას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100