სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნიჭიერის“ ხმის რეჟისორი ამალია ჯიბლაძის ნამღერზე კომენტარს აკეთებს....

პროექტ „ნიჭიერის“ ხმის რეჟისორი კახა ხოშტარია ამალია ჯიბლაძის ნამღერზე ატეხილ სკანდალს ფეისბუქზე ეხმაინება..აი რას წერს ის:

"ყოველთვის თავს ვიკავებდი მომღერლების მიერ ჩადენილ შეცდომებზე და სასაცილო პრეტენზიებზე რაიმედამეწერა როგორც ხმის რეჟისორს. წლების განმავლობაში ვმუშაობ ამ სფეროში და თითქმის ყველა სატელევიზიო პოროექტის ხმის რეჟისორი ვარ, შემხვედრია უამრავი კარგი მომღერალი, ძალიან კარგი და მომღერალი, რომელმაც მუშაობის დროს გამაშეშა. ასეთი ჩემს მუშაობის პრაკტიკაში სულ რამოდენიმე იყო და მათ შორის არის ამალია ჯიბლაძე. შემიძლია თავი დავდო კონკრეტულ ამ შემთხვევაზე რომ ის ნამდვილად ცოცხლად მღეროდა და მე კახაბერ ხოშტარიას ხმის რეჟისორი ვიჯექი ხმის მიქშერთან და მე თვითონ ვაკონტროლებდი მის მიკროფონს....
ნუ შეგვშურდება ისეთი ადამიანების რომლებმაც იციან როგორ უნდა იმღერონ, არ ააქვს ამას მნიშვნელობა ის პროფესიონალია თუ თვითნასწავლი, მთავარია რომ გულით მღერის ადამიანი და მოსმენის დროს გაჟრიალებს, რაც ძალიან აკლია ქართველ მომღერლებს... აი პრეტენზიებისგან მაჟრიალებს როდესაც მთხოვენ ვარდისფერი ხმა როცა უნდათ ან ჰაერი რომ სჭირდებათ სიმღერის დროს...
იმღერეთ გულით და ნუ იმღერებთ ისე უბრალოდ ფულის გულისთვის....
და ჰაერიც იქნება და ფერებიც".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100