რუსეთში გაჩენილი 10 ტყუპის დედას მშობიარობამდე ექიმთან ვიზიტი არ ჰქონია (ვიდეო)
შემთხვევა კურსკის ოლქში, რომელიც დღეს დიდის ამბით გვამცნო რამდენიმე ტელევიზიამ, როგორც გუშინ ღამით მომხდარი ახალი ამბავი, ხოლო მოგვიანებით რამდენიმე სააგენტომაც გაავრცელა, სინამდვილეში 2010 წლის მარტში მოხდა: ადგილობრივმა მცხოვრებმა, 25 წლის ირინამ 10 სრულიად ჯანმრთელი, ნორმალური წონის ბავშვი გააჩინა – 5 ბიჭი და 5 გოგო.
ირინა სამშობიარო ტკივილებით კუსრსკის სამშობიაროში 2010 წლის მარტში მივიდა. ექიმებმა მშობიარობის მიღება დაიწყეს. ბებიაქალი:
„მივიღეთ ერთი ბავშვის მშობიარობა, ვხედავ, მეორე ბავშვი გამოჩნდა. ისიც მივიღე, ვხედავ, მუცელი ისევ დიდი აქვს – უცებ, მესამე ბავშვის თავი გამოჩნდა... და ასე ათი ბავშვი, წარმოგიდგენიათ? ათი სრულყოფილი ბავშვი, ყველაზე პატარა 2.200 კგ–ს იწონის, დანარჩენები – 3.100, 3.200 კგ.–ს ეს ნამდვილი სასწაულია“.
ირინა თავს მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს. რაც შეეხება მამას, მან თავდაპირველად არც კი დაიჯერა, როცა უთხრეს, რომ ერთ დღეში ათი შვილის მამა გახდა, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ სასწაული მართლაც მის თავს მოხდა, სამშობიაროში საერთოდ არ გამოჩენილა.
ასე რომ, ის ტყუპები, რომელთა „დაბადების“ შესახებ დღეს რამდენიმე ტვ–მ და სააგენტომ გვამცნო, სინამდვილეში უკვე წლისა და რვა თვის არიან, ალბათ, დაბაჯბაჯებენ კიდეც და მხოლოდ მათთვის და დედისთვის გასაგები ფრაზებითაც ერთობიან...
კომენტარი