რა არის “აუხსნელი უნაყოფობის” ჭეშმარიტი მიზეზი?
ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტმა ნამდვილი გადატრიალება მოხდინა, რამაც შეიძლება იმედი ჩაუსახოს მრავალ წყვილს, რომლებსაც აღენიშნებოდათ აქამდე დაუდგენელი და აუხსნელი მიზეზებით გამოწვეული უნაყოფობა. მსგავსი დიაგნოზის მქონე 239 წყვილის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევათა 80%-ში ადგილი ქონდა დნმ-ის დაზიანებას სპერმაში.
აღნიშნული გადახრები ადვილად აღმოსაჩენია, რაც მედიკოსებს ამოცანას უადვილებს. პროფესორი შინი ლუისი უნივერსიტეტთან არსებული მედიცინის, სტომატოლოგიისა და ბიომედიცინის სკოლიდან ამბობს, რომ თითქმის ყოველი მესამე წყვილის შემთხვევაში ადგილი აქვს აუხსნელ უნაყოფობას.
ეს არის პირველი სამუშაო, რომელმაც დაამტკიცა, რომ ბავშვის დაბადების ალბათობა ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით ხშირადაა დაკავშირებული ყოველ კონკრეტულ სპერმატოზოიდში დნმ-ის დაზიანების მოცულობასთან. ამჟამად მეცნიერები მუშაობენ ისეთი ტესტის შექმნაზე, რომელსაც შეეძლება უნაყოფობის მიზეზები განსაზღვროს ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში. ტესტის გამოცდა მოხდება ჩინეთში.
საინტერესოა რეპროდუქციული მედიცინის სპეციალისტის პროფესორ კრისტოფერ ბარატის აზრი დანდის უნივერსიტეტიდან, რომელიც თვლის, რომ კლინიკების უმრავლესობა უარს განაცხადებს ასეთი ტესტის ჩატარებაზე, ვინაიდან მათ არ იციან, რა უნდა მოუხერხონ მიღებულ შედეგებს.
კომენტარი