სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილია მეორემ ხელისუფლებას მიმართა

სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში უწმინდესის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პატრიარქმა მრევლს მიმართა.

ილია მეორემ მრევლს მოუწოდა, შეინარჩუნონ რწმენა, სიყვარული სამშობლოსადმი, არ მოწყდნენ საკუთარ ფესვებს, რადგან როდესაც ადამიანი საკუთარ ფესვებს წყდება, სულიერად კვდება.

უწმინდესმა დალოცა ყველა ოჯახი, სამების ცენტრში შეკრებილები, მისი ნათლულები, რომელიც უკვე 13 ათასია საქართველოში. მან ასევე მიმართა მრევლს, რომ ბედნიერება არის ერთობაში, ილოცონ მისთვის და ისიც ილოცებს მათთვის.

პატრიარქმა მიმართა ხელისუფლებასაც. ილია მეორემ მოუწოდა ხელისუფლებას გაუფრთხილდნენ ერს, ეცოდებოდეთ და დახმარება აღმოუჩინონ გაჭირვებულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100