ევროპარლამენტარები მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ
„მე ვერც ერთ მიზეზს ვერ ვხედავ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის თუ არა პოლიტიკურს“,-ეს განცხადება ევროპარლამენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა. ლისეკის თქმით ის გაოცებულია თუ რატომ არის პატიმრობაში მერაბიშვილი.
"მე კიდევ
ერთხელ გამოვხატავ გაოცებას, თუ რატომ იმოყოფება ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში. მერაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მივიდა. გამოძიების დაწყებიდან ხუთჯერ საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ხუთივეჯერ დაბრუნდა უკან. მე პირადად ვერ ვხედავ ვერც
ერთ მიზეზს
მისი წინასწარი პატიმრობაში ყოფნის
თუ არა პოლიტიკურს", - განაცხადა ლისეკმა.
შეგახსენებთ ვანო
მერაბიშვილი ე.წ მატროსოვის ციხეში ევროპარლამენტარებმა მოინახულეს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან
არნო დენჟანი, კრიშტოფ ლისეკი, პაველ კოვალი, ამე გომესი
და ტევესა
რივა მანდურელი.
კომენტარი