სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს უკიდურესი საპროტესტო აქტი იყო გარდაუვალი - მელია მასობრივი საპროტესტო შიმშილობაზე

ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ დილისთვის 300 მოშიმშილისთვის ინფრასტრუქტურა მზად იქნება. "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" მელიამ ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა:

"ეს უკიდურესი საპროტესტო აქტი იყო გარდაუვალი, სხვა ალტერნატივა არის ის, რაც ხელისუფლებას სურდა - ჩათრევა სამოქალქო სისხლიან დაპირისპირებაში. არ ვაჭარბებ, კარგად ინფორმირებული ვარ, კარგად ინფორმირებულები ხართ თქვენც. ხედავდით მათ მცდელობებს არაერთს, რომ სისხლიან დაპირისპირებაში ჩავეთრიეთ საზოგადოება. მადლობა ღმერთს, გამოვიჩინეთ პასუხისმგებლობა ოპოზიციამ და ხელისუფლებას არ მივეცით ამ ყველაფრის შესაძლებლობა" - თქვა ნიკა მელიამ

მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქცია მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ გუშინ, მათივე პარტიის ოფისის ეზოში დაიწყო მთავარი მოთხოვნით - გათავისუფლდეს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100