სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა.

შეხვედრა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობისა და განვითარების ტენდენციები.
ბელგიის ვიცე-პრემიერმა კვლავ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისადმი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100