სამების ტაძრის ეზოში მრევლი იკრიბება
აღსანიშნავია, რომ სამებაში მრევლი დედაქალაქის ყველა მოქმედი ტაძრიდან მიდის, რომლებიც მშვიდობიანი მსვლელობით პარლამენტის მიერ 5 ივლის მიღებულ კანონს აპროტესტებენ, რომლითაც რელიგიურ გაერთინებებს სამართლებრივი სტატუსის მიღება შეუძლიათ.
ქართული სამოციქულო ეკლესიის მრევლი ხელისუფლებას მოუწოდებს კანონი გააუქმოს.
ქართული მართმადიდებლური ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირები, ასევე საქართველოს საპატრიარქო და პირადად კათოლიკოს პატრიარქი კანონის მიღების შეჩერებასა და მის საჯარო განხილვას ითხოვდა.
მიუხედავად პატრიარქის თხოვნისა, ქვეყნის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ მოწოდება არ გაიზიარა და "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებები 5 ივლისს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი რამდენიმე საათში მოაწერა, მაშინ როდესაც მას ამისთვის 10 დღიანი ვადა ჰქონდა. შესაბამისად რელიგიური კონფესიების საჯარო სამართლის იურიდიული პირებად დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული კანონის გაუქმების მოთხოვნით მრევლი ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბა და მშვიდობიანი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე მოაწყო, რომელსაც ეკლესიის მღვდელთმსახურნი, სტიქაროსნები და მგალობლები მიუძღოდნენ.
მსვლელობის მონაწილეები ყოვლადწმინდა სამების კარიბჭესთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა.
"ვინც ითხოვს მიეცემა და ვინც ეძიებს ჰპოვებს", - განუცადა მრევლს პატრიარქმა.
კომენტარი