სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე ვარ მუსლიმი და მე ვარ "ტერორისტი", ამიტომ აცხადებს უარს პრემიერი ჩემთან შეხვედრაზე" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"ყველასთვის ნათელია, აქ რაც ხდება, კვირიკაშვილი რატომაც იძახის ჩემთან შეხვედრაზე უარს - იმიტომ, რომ მე ვარ მუსლიმი, ვარ სხვა რელიგიის ადამიანი, მე ვარ "ტერორისტი". მადლობას მას! მთელ სისტემას ვაჩვენებ, რასაც ვაპირებ!" - განაცხადა ჟურნალისტებთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა კი ისაუბრა იმ გარემოებების შესახებ, რა გარემოებაშიც მოექცა დაპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა:


"ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკე გამოეყო მაჩალიკაშვილების ტრაგედია. ადამიანი დაჩაგრულად გრძნობს თავს, მეც ძალიან შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს, ამის გამო იძულებულები ვხდებით მივმართოთ რეგიონებს, მისი გადაწყვეტილებაა მიმართოს პანკისის ხეობას, რათა ამ დაჩაგრულ ადამიანს დაუდგნენ გვერდით. ჩვენ აუცილებლად გავავრცელებთ განცხადებას და მოვუხმობთ ყველა რეგიონს" - აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100